სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის N11   საჯარო სკოლის განვითარების სტრატეგიული
                                     
                                 

2017-2023

                                                                        დამტკიცებულია სამეურვეო საბჭოს მიერ

                                                                                                                     20.06. 2013                                                   

 

                                                         შესავალი:

 

        სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის  ქალაქ ბათუმის №11 საჯარო სკოლა დაფუძნებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისმინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის #448 ბრძანების საფუძველზე.

        სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს  საგანმანათლებლო საქმიანობას და

 უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას: დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმიშესაბამისად.

   წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა განსაზღვრავს სკოლის განვითარები

 ძირითად მიმართულებას რომელიც ემყარება:  საქართველოს კონსტიტუციას,  „ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონს, ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს,საჯარო სკოლის შესახებ წესდებას, სკოლის შიაგანაწესს, ეროვნული სასწავლო გეგმას, ბავშვთა უფლებების კონვენციას, სხვა ნორმატიულ აქტებს და მიზნად  ისახავს  ზოგადი  განათლების ეროვნული  მიზნებით  დასახული  ამოცანების შესრულება.

 

პრეამბულა

სკოლის მისია, მიზანი და ამოცანა:

 

  სოლის მისიაა: თემისა და საზოგადოების აქტიური მონაწილეობით აღზარდოს ბუნებრივი გარემოს დამცველი, კანონმორჩილი, ტოლერანტი მოქალაქე;

  

სკოლის მიზნები:

1.      შექმნას შესაბამისი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი  თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემას. მოსწავლეებში შთანერგოს ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და კანონის მიმართ პატივისცემის ვალდებულება. ამ მიზნით სკოლაში დაინერგოს სართაშორისო თარიღების აღნიშვნის ტრადიცია.

2.      მოსწავლეთა მიერ სამყაროს ერთიანი აღქმისათვის უზრუნველყოს    მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო საგნებში  საჭირო ცოდნისა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება და  საგნობრივ (ფიზიკა,ქიმია,ბიოლოგია)სასწავლო ოლიმპიადებში მაღალი შედეგების მიღწევა.

 

სკოლის ამოცანაა: დაამკვიდროს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება, შექმნას უსაფრთხო გარემო, ხელი შეუწყოს მოსწავლის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას. მოსწავლეს შესძინოს თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები. განუხრელად იზრუნოს პედაგოგის ხარისხობრივ ზრდაზე, იყოს კონკურენტუნარიანი.  ყოველ სასწავლო წელს მოახდინოს შიდა შეფასება და წარდგინოს  ანგარიში განათლების ხარისხის განვიარების ცენტრს. დადგენილ ვადაში გაიაროს სახელმწიფო ავტორიზაცია.

 

I.             ინფორმაცია სკოლის შესახებ: 

 

სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის №11 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს 1920 წლიდან. იგი ჯერ იწოდებოდა რკინიგზის (ვაჟთა), შემდეგ  25–ე  და  23–ე სკოლებად.

            2005 წელს 23–ე საშუალო და მე–11 რუსული საშუალო სკოლების ოპტიმიზაციის შედეგად დაფუძნდა #11 საჯარო სკოლა.

             2010 წელს სკოლამ 90 წლისთავი დიდი ზეიმით აღნიშნა და იუბილესთან დაკავშირებით ჩაატარა ცოდნის კვირეული, გამოუშვა სკოლის ცხოვრების ამსახველი ბუკლეტი.

              სკოლამ დაარსებიდან დღემდე არაერთი თაობა და ცნობილი ადამიანი აღზარდა. მათ შორის მსახიობები, მეცნიერები და განათლების სფეროში მომუშავე ადამიანები. რომელთაგან სამწუხაროდ დღეს ბევრი ცოცხალი აღარ არის. 

                თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე ბათუმის №11 საჯარო სკოლამ სწავლებისა და აღზრდის  შესანიშნავი ტრადიციები შექმნა.

               სკოლა მუშაობას წარმართავს განათლების რეფორმის მოთხოვნათა შესაბამისად. პრაქტიკაში ინერგება ახალი პედაგოგიური ტექნოლოგიები და ინოვაციები. შექმნილია ძიების, შემოქმედებითი თანამშრომლoბის ატმოსფერო. პრაქტიკულადაა ხორცშესხმული მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება. ყველაფერი კეთდება მოზარდის ნიჭის, ინტერესების, სწავლის პოტენციური შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარებისათვის.

            2005 წელს  სკოლამ  მოიპოვა პირველი გრანტი, აღიჭურვა კომპიუტერებით, მათ ასათვისებლად გამოყოფილია საათები, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს დაეუფლონ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.

             სკოლას აქვს ქართულის, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ტექნიკის კაბინეტები. მოქმედებს  ქართული ცეკვის ანსამბლი, არასასწავლო პერიოდში ფუნქციონირებს ხელბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის წრეები.

სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის მიერ შექმნილია კლუბი „ოქროს საწმისი“, რომელიც აქტიურად მონაწილეობს საქველმოქმედო, ინტელექტუალურ  სასკოლო და საქალაქო ღონისძიებებში.

            2005 წლიდან დღემდე ბათუმის №11 საჯარო სკოლის  არაერთმა მოსწავლემ მოიპოვა გამარჯვება ოლიმპიადებსა და სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციებში,  ასევე მონაწილეობა მიიღო  სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიებებში, საკუთარი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესასწავლად იმოგზაურა   საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მის ფარგლებს გარეთ.

            საკუთარი ქალაქის ქუჩების სახელების ისტორიის შესასწავლად მოძიებითი სამუშაოები  ჩაატარა, რის შემდეგაც მოაწყო ძველი ბათუმის სურათებისა და იმ ადამიანთა ბიოგრაფიების გამოფენა, რომელთა სახელებიც  ქალაქის ქუჩებს აქვს მინიჭებული.

            სკოლა გამორჩეულია აქტიური და ინტერაქტიური სწავლების მეთოდების გამოყენებით ჩატარებული, თავისუფალი, მოდერნიზებელი გაკვეთილებით, სწავლებისა და აღზრდის თვისებრივად ახალ საფეხურზე დაყენებით,  უცხო ენების საფუძვლიანი სწავლებითა და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია კულტურული, მოპაექრე, მოაზროვნე, ტოლერანტი პიროვნების აღზრდა–ფორმირებით.

პედკოლექტივი და ადმინისტრაცია ცდილობს  გააგრძელოს სკოლის დიდი ტრადიციები და სკოლა უფრო მოწინავე და წარმატებული გახადოს.

II.           სასკოლო სასწავლო გეგმას ყოველწლიურად ამტკიცებს პედსაბჭო(დანართი)  

III.           სკოლის ბიუჯეტს ამტკიცებს სამეურვეო საბჭო (დანართი)

 

     IV. სკოლის სამეურვეო საბჭო:

      ა) განსაზღვრავს სკოლის მისიას და ხედვას;

      ბ) ამტკიცებს სტრატეგიული განვითარების გეგმას;

      გ) ახდენს სკოლის საქმიანობის შეფასებას; 

 

     V.სკოლის დირექტორი:

                                      ა) შეიმუშავებს სკოლის ხედვას, მისიას, მიზნებს და ამოცანებს;

                                       ბ) შეიმუშავებს სტრატეგიული განვითარების გეგმას;

                                       გ) ხელმძღვანელობს კოლექტივს და ანაწილებს რესურსებს;

                                       დ) სკოლას სთავაზობს რეკომენდაციებსა და ცვლილებებს;

 

VI. პედაგოგთა რაოდენობა:  

 

                 2017-2018 სასწავლო წლის მდგომარეობით

                                                                ა)ძირითადი-36

                                                                ბ) უმაღლესი განათლებით-35

                                                                გ) საშუალო სპეც.განათ-1

                                                                დ) მათ შორის ქალი-33

                                                                 სერტიფიცირებული-11

 

                 2018-2019 სასწავლო წლის მდგომარეობით

                                                                             ა)ძირითადი-36

                                                                              ბ) უმაღლესი განათლებით-35

                                                                               გ) საშუალო სპეც.განათ-1

                                                                               დ) მათ შორის ქალი-33

                                                                               სერტიფიცირებული-14

                2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებით ა) ძირითადი -34

                                                                                     ბ)მათ შორის ქალი -32

                                                                             გ) სერტიფიცირებული-30

 

                2020-2021 სასწავლო წლის მონაცემებით  ა) ძირითადი-34

                                                                                           ბ) მათ შორის ქალი-32

                                                                                                      გ) სერტიფიცირებული-34

                          2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებით  ა) ძირითადი-35

                                                                                           ბ) მათ შორის ქალი-33

                                           გ) სერტიფიცირებული-35( 10-წამყვანი და 25 -უფროსი)

                                                                                

 

       

VII. სკოლის დირექცია: დირექტორი, დირექტორის მოადგილე სასწ. დარგში,  ბუღალტერი:

        ა) ასახავენ პირად პროფესიულ მიზნებს;

        ბ) ახორციელებენ დაკისრებულ ამოცანებს;

        გ) აფასებენ სკოლის საქმიანობას;

        დ) უფლებამოსილების განსახორციელებლად ეძლევათ შესაბამისი რესურსები;

        ე) იმაღლებენ კვალიფიკაციას, გადიან ტრენინგებს.

 

VIII. სკოლის პედაგოგიური საბჭო:

     ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, დირექტორის მონაწილეობით    შეიმუშავებს და  სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლ

სასწავლო გეგმას;

      ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სახელმძღვანელოების ნუსხას

      გ) ირჩევს წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში;

      დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს წარმომადგენელი სამეურვეო

       საბჭოში;

 

                                        IX. სასკოლო სასწავლო გეგმა:

   ა) სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე  დაყრდნობით;

       ბ) სასკოლო სასწავლო გეგმა დგება ყოველი სასწავლო წლის დამდეგამდე. მისი დამტკიცება  ხდება პედაგოგიური საბჭოს, ხოლო შეთანხმება სამეურვეო საბჭოს მიერ.

       გ) სასკოლო სასწავლო გეგმაში განსაზღვრული უნდა იყოს პრიორიტეტები (უცხო ენის სწავლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების ათვისება,სამოქალაქო განათლება.  სასწავლო შემეცნებითი  შიდა სასკოლო ოლიმპიადის  გამართვა);

 

X. მოსწავლეთა თვითმმართველობა:

            ა) მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მუდმივად განახლებადი;

            ბ) მოსწავლეები თავად წყვეტენ ვინ აირჩიონ და ვინ გადაირჩიონ    

                თვითმმართველობაში;

             გ) სკოლის ხელმძღვანელობა გულისყურით ეკიდება მოსწავლეთა        

                თვითმმართველობიდან  წამოსულ წინადადებებს და აქტიურად ერთვება

    განხორციელების საქმეში;

 

XI. სკოლის განვითარების ინდიკატორები: 

                  ა) ხორციელდება მოსწავლეთა მოზიდვა და შენარჩუნება;         

                  ბ) მოსწავლეები ართული არიან სასკოლო პროცესებში;

                   გ) სკოლაში მუშაობენ კვალიფიცირებული პედაგოგები;

     დ)  დანერგილია სწავლების თანამედროვე  მეთოდები;

     ე) შემუშავებულია პედაგოგების პროფესიული ზრდის სტრატეგია;

                    ვ) წარმოებს განათლების ხარისხზე მუდმივ მონიტორინგი(კათედრების

            მუშაობის ანალიზისა და მოსწავლეთა  და მშობელთა გამოკითხვის

            საფუძველზე);

                    ზ) ობოლ და სოციალურად დაუცველ მოსწავლეებზე განუხრელი   

                        ზრუნვა;

                     თ) არაკომპეტენტური და სააღმზრდელო ფუნქციების ვერშემსრულებელი პედაგოგებისათვის, მდგომარეობის გამოსწორების მიზნით დაწესებულია გონივრული ვადა.

                      კ) სადამრიგებლო პროგრამები ფუნქციონირებს წარმატებით

                    (მშობლებთან ურთიერთობა, ინფორმაციების რეგულარულად მიწოდება, საკლასო კედლის  გაზეთის შექმნის      უზრუნველყოფა);

 

           XII. სკოლის წარმატების განმსაზღვრელი ხუთი ფაქტორი:

                                           ა) სასწავლო გეგმა;

                                           ) უსაფრთხო გარემო;

                                           გ) დასახული მიზნის შესრულება;

                                          ) თანამშრომლეთა კოლეგიალობა და პროფესიონალიზმი;

                                            ) მშობლებისა და თემის ჩართულობა;

 

       XIII. განათლების ხარისხის ზრდის  განვითარების სტრატეგია, საფეხურების მიხედვით:

I. დაწყებითი საფეხურის უმთავრესი ამოცანებია; შეუქმნას  მოსწავლეს  საფუძველი  სწავლისათვის,  ინტელექტუალური,  ფიზიკური,  სულიერი  თვისებების  გამოვლენა- განვითარებისთვის  და  ინფორმაციისა  და  უნარ-ჩვევების  დამოუკიდებლად   მოპოვების  საფუძვლების  ჩამოყალიბებისათვის.  რაც  მიიღწევა  შემდეგი  პირობების  განხორციელების  შემთხვევაში:   

      ა) ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება (კითხვა, ანგარიში, მეტყველება,  გადმოცემის უნარი, უცხო და ტექნიკური (ასაკის შესაფერისი) სიტყვებისა და ტერმინების ცოდნა;

       ბ) სასწავლო პროცესის პერმანენტული დახვეწა, სასწავლო თვალსაჩინოებების ფართოდ  გამოყენება, მათ შორის  ასაკის შესაბამისი  კომპიუტერული პროგრამების ათვისება.  მოსწავლეებთან როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური მუშაობა,  მოსწავლეთა წახალისება-შექება. დავალების არასათანადოდ ან/და  შეუსრულებლობის  შემთხვევაში შენიშვნის მიცემა ეთიკის ფარგლებში. კატეგორიულად იკრძალება, როგორც ფიზიკური დასჯა ასევე სიტყვიერი დამცირება;

      გ) მჭიდრო კავშირის ქონა მშობლებთან - ინდივიდუალური საუბრები, კრებები, რჩევების   როგორც მიცემა, ასევე მიღება;

     

II. საბაზო  საფეხურის  უმთავრესი  ამოცანებია:  შეუქმნას  მოსწავლეს  პირობები ინფორმაციის  და  უნარ-ჩვევების  დამოუკიდებლად  მოპოვების  გასანვითარებლად. ჩამოუყალიბოს  წინაპირობები  მომავალი  ქმედებებისათვის.  მიაღწევინოს  ზოგადი განათლების  ეროვნული  მიზნების  დოკუმენტით  განსაზღვრულ საგანმანათლებლო  იდეალებს.  რისთვისაც  განსახორციელებელია  შემდეგი ქმედებები:

  ა) ბავშვის ფიზიკური და გონებრივი განვითარება, აზროვნების ფორმირება, (გამართული კითხვა, მეტყველება, გადმოცემის უნარი, უცხო ენის ათვისება (კითხვა,  წაკითხული  ტექსტის გააზრება, შინაარსის  გადმოცემის უნარი, უცხო სიტყვათა მარაგის პერმანენტული შევსება) ტექნიკური და სასკოლო საგნობრივი ტერმინების ცოდნა;

    ბ) საგნობრივ კონფერენციებში და სასკოლო ოლიმპიადებში თითოეული კლასიდან არანაკლებ 10 %-ის ჩართვა;

    გ) უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და სამომავლო მიზანმიმართულების გამოვლენა სწავლის  გაგრძელებისა თუ შრომითი საქმიანობის დაწყების შესახებ;

    დ) მშობლებთან დიფერენცირებული ურთიერთობა (ძნელად აღსაზრდელი  ბავშვი,  სოციალურად დაუცველი ოჯახი, შეზრუდული უნარის მქონე ბავშვი, შემოქმედებითი ნიჭით  დაჯილდოვებული;

 

III. საშუალო  საფეხურის  უმთავრესი  ამოცანებია:  შეუქმნას  მოსწავლეს  შესაბამისი  პირობები  ზოგადი  განათლების  ეროვნული  მიზნების  დოკუმენტით  განსაზღვრული  საგანმანათლებლო   იდეალების  მისაღწევად.  შეუქმნას  პირობები  მომავალი  განვითარების  გზის  სწორი  არჩევანის  გასაკეთებლად.  შეუქმნას  პირობები  და  საფუძვლები  საერთაშორისო  სტანდარტის  მქონე  განათლების  მისაღებად.  რისთვისაც  განსახორციელებელია  შემდეგი  ქმედებები:

  ა) აზროვნების,  შემეცნების,  ანალიზის  და  შეფასების  უნარის ფორმირებისათვის   ხელის   შეწყობა;

                  ბ) საკუთარი შესაძლებლობების ადეკვატური შეფასების უნარის

                 ჩამოყალიბება;

                  გ) მზადება  თვითჩამოყალიბება-თვითრეალიზაციისათვის;

                  დ) კომუნიკაბელობის, ესთეტურობის, ზნეობრიობის, ჯანმრთელი

                  ფსიქიკის            

                        ჩამოყალიბებისათვის ხელის შეწყობა;

                  ე) საგნობრივ კონფერენციებსა და სასწავლო ოლიმპიადებში არანაკლებ

                   15% მონაწილეობა;

                   ვ) წარჩინებულ მოსწავლეთა რაოდენობა 7-10% (მედალოსნები და სხვა

                      ცხრაზე მეტქულიანები);

 

XIV. სასწავლო - აღმზრდელობითი პროცესის ორგანიზება:

              ა) საგნების მიხედვით,  სასკოლო-სასწავლო გეგმის პერმანენტულად სრულყოფა და სწორი   ფორმით რეალიზება;

               ბ) საგნობრივ დისციპლინათა დაახლოება - ინტეგრაცია. ინტეგრირებული

                   გაკვეთილების  ჩატარება;

               გ) სასწავლო-შემეცნებითი შიდასასკოლო ოლიმპიადების გამართვა

              თემატიკაზე „ვინ უკეთ იცნობს ჩვენს სამშობლოს“ (ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, ბუნება, ხელოვნება)

                  მივიწყებული ტრადიციების დანერგვა (ასაკობრივი უფროს -   

             უმცროსობის ურთიერთობა  და პატივისცემა, ზრდილობა,  ადამიანის მოსმენის უნარის ჩამოყალიბება);

                დ) ერთიანი საინფორმაციო-საკომუნიკაციო სივრცის განვითარება (საკლასო ოთახების ჩართვა ერთიან სასკოლო საკომუნიკაციო ქსელში);

            ე) სპორტული სექციების შემოღება (2017/18 სასწავლო წლიდან);

                    ვ) არასაპატიო გაცდენების შემცირება 2018 წლისათვის მინიმუმ  40 –

                     50% -მდე.

                    ზ) საერთაშორისო დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციის

                     დამკვიდრება:1 დეკემბერი, 10   დეკემბერი, 7 აპრილი, 22 აპრილი,1

                      ივნისი, 5 ივნისი. (1დეკემბერი-შიდსთან ბრძოლის დღე, 3 დეკემბერი-უნარშეზღუდულთა საერთაშორისო დღე, 10 დეკემბერი-ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, 7აპრილი-ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, 22 აპრილი-დედამიწის დღე,1 ივნისი-ბავშვთა დაცვის დღე, 5 ივნისი-გარემოს დაცვის მსოფლიო დღე.)      

                

 

XV. ინოვაციური მოღვაწეობა:

             ა) საგანმანათლებლო ხაზით ერთიან საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემაში ჩართვა

               ბ) კლასების ერთიან სასკოლო საკომუნიკაციო სისტემაში მოქცევა. 2018 წლისათვის უნდა გაკეთდეს  ერთიანი მონაცემთა ბაზა, რომელშიც შევა შემდეგი მონაცემები

მასწავლებლების:

  • განათლება
  • პედაგოგიური სტაჟი
  • საათების რაოდენობა
  • გაკვეთილების ცხრილი
  • პროექტებსა და სხვა საგანმანათლებლო შემოქმედებით ღონისძიებებში მონაწილეობა
  • ინფორმაცია წახალისებისა და დისციპლინარული სასჯელის მიღების შესახებ.
  • კლასის ხელმძღვანელთა სამუშაო გეგმები
  • კათედრების გეგმები
  • მასწავლებლის,სკოლის შეფასებისა და თვითშეფასების სისტემა(კრიტერიუმები,კომპონენტები)

 

                                                                    მოსწავლეების:

·      ნიშნები

·      გაცდენები

·      ღონისძიებებში(საგნობრივ ოლიმპიადებში, კონკურსებში, სპორტულ ღონისძიებებსა და ა.შ) მონაწილეობა და შედეგები

·         ინფორმაცია ოჯახის წევრებისა და ოჯახური პირობების შესახებ

·       იძულებით გადაადგილებულთა შესახებ

·      მიღებული დიციპლინარული სასჯელების სახეებისა და ვადების შესახებ

 

  

             გ) მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებისთვის     ხელის შეწყობა.

           მათი ჩაბმა სხვადასხვა სასწავლო თუ შემოქმედებით პროცესებში;

              დ) სასპორტო (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, რაგბი, ჭადრაკი)   

                  პროფილის  განვითარებისთვის ხელის შეწყობა;(სპორტული დარბაზის   

                  კეთილმოწყობა და სპორტული ინვენტარის შეძენა)

                ე) შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების ჩაბმა

                  კონკურსებში, სასწავლო  

                         ოლიმპიადებში,  სამეცნიერო კონფერენციებში, გამოფენებში

                ვ) ფაკულტატური საგნებისა და წრეების სახით შემოქმედებითი     

                    ატმოსფეროსთვის ხელისშეწყობა;

                 ზ) როგორც მოსწავლეთა ასევე პედაგოგთა მიერ სამეცნიერო თუ    

                      პოპულარულ თემებზე  შექმნილი ნაწარმოებების წარმოჩენა. (მათი

                       განთავსება სკოლის ვებ გვერდზე. ხელის შეწყობა პრესაში,

                      ტელევიზიითა თუ რადიოთი წარმოსაჩენად);

 

XVI. ფიზიკურად  და  ფსიქიკურად  ჯანმრთელი  თაობის  ჩამოყალიბების ხელშეწყობა:

         ა)  ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრების საქმეში, სკოლასა და ოჯახს შორის კოორდინირებული მუშაობა;

           ბ) შემეცნებით-საგანმანათლებლო ექსკურსიების მოწყობა;

           გ) კვების ბლოკის (სასკოლო ბუფეტის) გამართული და ხარისხიანი მუშაობის ხელშეწყობა;

 

       ΧVII.  კლასგარეშე მუშაობის გაუმჯობესების, მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის  განვითარების, კულტურული დასვენებისა და გართობის ხელშეწყობის მიზნით,სკოლაში სააქტო დარბაზის არსებობაზე ზრუნვა.

 

               

      ΧVIII.  საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

                   მოსწავლეთა სამოქალაქო შეგნების ამაღლებისა და ევროპული ღირებულებების  

     დამკვიდრების მიზნით 2017 წლიდან დაინერგოს სართაშორისო თარიღების აღნიშვნის ტრადიცია.

       (1დეკემბერი-შიდსთან ბრძოლის დღე, 3 დეკემბერი-უნარშეზღუდულთა საერთაშორისო დღე, 10 დეკემბერი-ადამიანის უფლებათა დაცვის დღე, 7აპრილი-ჯანმრთელობის მსოფლიო დღე, 22 აპრილი-დედამიწის დღე,1 ივნისი-ბავშვთა დაცვის დღე, 5 ივნისი-გარემოს დაცვის მსოფლიო დღე.)      

                

        XIΧ. თემისა და სკოლის ურთიერთობა (სკოლის საქმიანობის რეკლამირება თემში)

 

         XX. აღზრდის სისტემა, უსაფრთხო გარემო და სასკოლო დისციპლინა:

         ა) ეფუძნება ურთიერთგაგებისა და მოვალეობის პრინციპებს, მოსწავლისთვის  

             სკოლა არ   უნდა აღიქმებოდეს როგორც სასჯელი

           ბ) პედაგოგი ვალდებულია შეაყვაროს მოსწავლეს თავისი საგანი;

            გ) მოსწავლის მიერ დისციპლინარული გადაცდომის შემთხვევაში, მას    

            აუცილებლად უნდა განემარტოს თუ რატომ დაედო ესა თუ ის სასჯელი და  

            რომ  ის  არ არის უსამართლობის მსხვერპლი;

            დ) სკოლის აღჭურვა ვიდეო სათვალთვალო კამერებით (დერეფნები, სააქტო და სპორტ დარბზში)

             ე) მანდატურის სამსახურის გაფართოება;  

             ვ) სადისციპლინო ხაზით   პრევენციული ზომების მიღება;

             ზ) სასწავლო კორპუსში, დაუკითხავად გარეშე პირების არ დაშვება;

              თ) სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობა;

 

XXI. საკადრო საკითხი:

                     სკოლა ზრუნავს პედაგოგთა პროფესიულ ზრდაზე

 

                     ა) სასერტიფიკაცო გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეს:

     

                       2017-2018    სასწავლო წლის ბოლოს 75%

                       2018-2019    სასწავლო წლის ბოლოს 80%

                       2019-2020  სასწავლო წლის ბოლოს 85%

                       2020-2021 სასწავლო წლის ბოლოს 100%

                       2021-20 22 სასწავლო წლის ბოლოს 100% ( 10 -წამყვანი და 25-უფროსი)

 

 

 

 

                       ბ) კვალიფიცირებული კადრების მოზიდვაზე;

                       გ) ვაკანტური ადგილების კონკურსის წესით შევსებაზე;

                                              

 

      XXII. პროფესიული განვითარება და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება:

        ა)  პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვა

        ბ) პროფესიული განვითარებისათვის ბიუჯეტში შეძლებისაგვარად თანხების

            გათვალისწინება.  რაც შეადგენს  ყოველი სასწავლო წლის განმავლობაში  სახელფასო და კომუნალური ხარჯების გასტუმრების შემდეგ დარჩენილი თანხის 5–6%. -ს. თვასაჩინოებისა და მეთოდური ლიტერატურის შეძენა.            

 

        XXIII.  სკოლის ვებ-გვერდის გამართული მუშაობა (skola 11.blogspot.com); facebook.com(ბათუმის მეთერთმეტე საჯარო სკოლა)

            ა) საინფორმაციო მენეჯერის მიერ საიტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

            ბ) სკოლის ყველა თანამშრომლის და მოსწავლის უზრუნველყოფა    

            ელექტრონული მისამართით (შესრულებულია);

 

       XXIV. მშობლებსა და სკოლას შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება:

   ა) კლასის ხელმძღვანელების პერმანენტული ურთიერთობა მშობლებთან;

   ბ) სასკოლო ღონისძიებებში მშობლების აქტიური ჩართვა

    გ) მშობლების მხრიდან მრჩეველთა საბჭოს შექმნა;

    დ) ყოველი სასწავლო წლის დამდეგისათვის ახლადჩარიცხულ   

      პირველკლასელების მშობლებთან დირექციის შეხვედრა;

     ე) დაინტერესებულ მშობელთა მონაწილეობა სახელმძღვანელოების შერჩევაში;

      ვ) ღია საჩვენებელი გაკვეთილების გამართვა (გეგმიური) მშობლებისათვის;

 

            XXV. კლასგარეშე მუშაობის უზრუნველყოფა და მიმართულებები;

          1.      სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები;

           2.      ცნობილ  საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრები;

           3.      უმაღლესი სასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეებისათვის

           ჩატარებულ   ღონისძიებებში მონაწილეობა;

           4.      სკოლებს შორის გამართულ სასპორტო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა;

            5.      მხიარულთა და საზრიანთა კლუბის დაარსება;

            6.      მოსწავლეთა თვითშემოქმედების გატანა სკოლის გარეთ:

              

                        ა) მოსწავლეთა თვითმმართველობის ჩართულობა კლასგარეშე      ღონისძიებებში;

                         ბ) დამრიგებლების ჩართულობა და როლი კლასგარეშე

                           ღონისძიებებში;

                          გ) მშობელთა გააქტიურება კლასგარეშე ღონისძიებებში;

 

XXVI. სკოლის ბიუჯეტი:

    1.    სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ვაუჩერული დაფინანსების გახარჯვა მოხდეს გონივრულად;

   2.     გამოირიცხოს თანხების არამიზნობრივი ხარჯვა;

   3.     სკოლის ბიუჯეტის შევსებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისროს არასაბიუჯეტო შემოსავლებს და მათმა წილმა ვაუჩერულ დაფინანსებასთან  მიმართებაში შეადგინოს:

2020 კალენდარულ წელს - 2%

2021 კალენდარულ წელს - 2,5%

2022 კალენდარულ წელს-2,5%

 

 

 

XXVII. მატერიალურ -ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და დამატებითი 

              ფინანსური  რესურსების მოძიება:

           ა) მეთოდური ლიტერატურისა და წიგნადი ფონდის განახლებისათვის,

            ყოველწლიურად:                 

                    2018   წლის ბიუჯეტით   გათვალისწინებული 300 ლარის ათვისება;

                    2019 წელს დაიგეგმოს 400  ლარი;

                    2020 წელს დაიგეგმოს 500 ლარი;

                    2022 წელს დაიგეგმოდ 600 ლარი

 

    

           ბ) მეორადი სახელმძღვანელოების ფონდის შექმნა; ( კლასის დამრიგებლებმა ბიბლიოთეკარმა,    

           გ)  საგნის მასწავლებლებმა,  უზრუნველყონ  მეორადი სახელმძღვანელოების ნებაყოფლობითი  მოგროვება);

           დ)2016-2017 სასწავლო წელს სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეძენილი იქნას კომპიუტერი.

               

         XXVIII.  სკოლის კეთილმოწყობა და სარემონტო სამუშაოები

            

            2018-2019 საკლასო ოთახებისა და დერეფნების რემონტი

          

        

            

 

XXIΧ. სამეზობლო და რეგიონალურ სკოლებთან პარტნიორული ურთიერთობების

            დამყარება:

            ა) ამუშავდეს გაცვლითი პროგრამა რეგიონალურ სკოლებთან (2019 წლის

            ივნისის თვეში  გაფორმდეს პარტნიორული ურთიერთობის ხელშეკრულება  

             სოფ.  ჩაქვის საჯარო    სკოლასთან)

             ბ) პარტნიორ სკოლებს შორის მოხდეს ურთიერთგამოცდილების

                     გაზიარება;

              გ) სამეზობლო სკოლებთან თანამშრომლობის გააქტიურება. სასკოლო-

                       სასწავლო პროექტების შემუშავებაში ურთიერთთანამშრომლობა.

                        კლასგარეშე ღონისძებების (20 %) ერთობლივი დასახვა.  

         

XXX.  განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და ეროვნული

           სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების განუხრელი შესრულება;

 

XXXI. სკოლის თვითშეფასება:

    სკოლა ყოველწლიურად ახდენს თვითშეფასებას (შედეგების ანალიზი, მოსწავლეების,  მასწავლებლების და მშობლების გამოკითხვა) და წარუდგენს ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

XXXI. მოსალოდნელი შედეგები:

           ზემოთ წარმოდგენილი გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შესრულება, სკოლას  საშუალებას მისცემს წარმატებით გაართვას თავი ურთულეს ამოცანას და გახდეს  წარმატებული სასწავლო დაწესებულება.

 

 

 

 

ყველა უფლება დაცულია